Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაგმო ისრაელის გეგმები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე


ახალი დასახლება აღმოსავლეთ იერუსალიმში - პალესტინელთა ტერიტორიაზე. 2020 წლის ფოტო. ევროკავშირმა 7 მარტს დაგმო ისრაელის გეგმები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ახალი დასახლება აღმოსავლეთ იერუსალიმში - პალესტინელთა ტერიტორიაზე. 2020 წლის ფოტო. ევროკავშირმა 7 მარტს დაგმო ისრაელის გეგმები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ევროკავშირმა დაგმო პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ებრაელთა დასახლელებში 3500 ახალი ბინის აშენების გეგმა.

ამასთან ერთად ბლოკის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ისრაელის მთავრობას მოსთხოვა, გააუქმოს ამ მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა. ევროკავშირის წარმომადგენელი თვლის, რომ ახალი დასახლებები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დარღვევაა და ხელს უშლის არსებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

6 მარტს გერმანიამ მოუწოდა ისრაელის მთავრობას, დაუყოვნებლივ უკან წაიღოს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალი დასახლებების მშენებლობის ნებართვა.

ბერლინი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.

ისრაელის მთავრობამ 6 მარტს გასცა ნებართვა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, იერუსალიმის მახლობლად, სამ - მაალე-ადუმიმის, კედარისა და ეფრატის - დასახლებაში ახალი, 3500-მდე ბინის მშენებლობაზე.

XS
SM
MD
LG