Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა „საინფორმაციო ომი“ გააჩაღა


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი. 11 დეკემბერი, 2023 წელი. პისტორიუსი რუსეთის მიერ გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების გამო აცხადებს, რომ რუსეთს "საინფორმაციო ომი" აქვს გაჩაღებული.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი. 11 დეკემბერი, 2023 წელი. პისტორიუსი რუსეთის მიერ გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების გამო აცხადებს, რომ რუსეთს "საინფორმაციო ომი" აქვს გაჩაღებული.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა.

ეს იყო პისტორიუსის პირველი რეაქცია რუსეთის მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე.

გერმანიის ხელისუფლება იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი.

საუბარში, რომელიც ონლაინ გაიმართა 19 თებერვალს და გერმანიის რადიოს, "დოიჩლადფუნკის" თანახმად, თავდაცვის მინისტრის განცხადების მზადებას წარმოადგენდა, გერმანიის საჰაერო თავდაცვის ოფიცრები, სხვათა შორის, არ ეთანხმებიან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ნათქვამს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გამოყენებისთვის იქ გერმანელი სამხედროების ყოფნაა საჭირო.

ოფიცრები ასევე განიხილავენ "ტაურუსით" ქერჩის ხიდის დაბომბვას, რომელიც რუსეთის ტერიტორიას აკავშირებს მოსკოვის მიერ ანექსირებულ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმთან.

dpa-ს თანახმად, ოფიცრების ონლაინ საუბრისას გამოყენებული იყო Webex-ი, საკომუნიკაციო პლატფორმა.

XS
SM
MD
LG