Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეკოციდისთვის


ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი მექსიკის ყურეში. 20 ივნისი, 2010. (თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო)
ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი მექსიკის ყურეში. 20 ივნისი, 2010. (თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო)

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხმების უმრავლესობით დაუჭირეს მხარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას გარემოსთვის ზიანის მიყენების იმდენად სერიოზული შემთხვევებისთვის, რომელთა შედარებაც შეიძლება ეკოციდთან.

ეკოსისტემების მოშლა, მათ შორის ტყეების გაჩეხა, მკაცრი ჯარიმებით და თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ეკოლოგიური დანაშაულების თაობაზე ევროკავშირის განახლებული დირექტივის შესაბამისად.

ამგვარად, ევროკავშირის ქვეყნები პირველები არიან, რომლებმაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღეს სერიოზული ეკოლოგიური დანაშაულებისთვის. ახლა წევრ ქვეყნებს ორი წელი აქვთ, რათა ეს ეროვნულ კანონმდებლობაში დაამკვიდრონ, აღნიშნავს Euronews-ი.

ჯგუფ „მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრის, მარი ტუსენის სიტყვებით, ევროკავშირის ამჟამინდელი კანონმდებლობა და ეროვნული კანონები კანონდამრღვევებს ვერ უშლის ხელს ეკოლოგიური დანაშაულების ჩადენაში, ვინაიდან დანაშაულის შემადგენლობები ძალზე შეზღუდულია, სანქციები კი მცირე.

სხვათა შორის, სერიოზულ ეკოლოგიურ დარღვევებს განეკუთვნება ლურჯი თინუსის უკანონოდ დაჭერა, ნაკრძალი ტერიტორიების აგროსამრეწველო დაბინძურება, ასევე უკანონო ნადირობა და თაღლითობა ნახშირბადის ბაზარზე.

XS
SM
MD
LG