26 თებერვალს ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე, იმ ფონზე, როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას - იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები.
"განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ ხუთი ნაგებობა" - წერენ სუმის ოლქის მესვეურები ტელეგრამით და დასძენენ, რომ შეტევის შედეგად წყვილი დაიღუპა.
26 თებერვალს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა დრონი - იუწყება უკრაინის არმია და დასძენს, რომ ასევე განადგურებულია რუსეთის საკრუიზო რაკეტა.