Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე უკრაინის ომზე: როგორ დასრულება ეს ომი, ამაზე საუბარი უჭირს ყველას


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე უკრაინის ომის მიმართ. მან თქვა, რომ „ძალიან მძიმეა ის შედეგები რაც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ“, ისაუბრა, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე და თქვა, რომ არსებული უმძიმესი მდგომაროების გათვალისწინებით „ჩვენი ვალია პოლიტიკური თვალსაზრით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის გამომდინარე იმ ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის“.

ირაკლი კობახიძემ კიდეც ერთხელ გაიმეორა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციებსა და პოლიტიკურ აქტების მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული პოზიცია.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომის მალე დასრულდება და უკრაინას ვუსურვეთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ“

კითხვაზე გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის პროგნოზირება რთულია და ეს უჭირთ დასავლელ პარტნიორებსაც.

„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საკითხზე უჭირს საუბარი ჩვენს პარტნიორებსაც, ჩვენ გვქონდა. მათ შორის ამ თემაზე საუბარი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბრიუსელში, ზოგადად და ზუსტად თუ როგორ დასრულდება ომი ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადებების და ჰუმანიტარული დახმარების მიუხედავად, უკრაინაში ომის ფონზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დონეზე კრიტიკული განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა.

უკრაინას ამ დრომდე არ ჰყავს საქართველოში ელჩი, ელჩი უკრაინამ 2022 წლის 1 მარტს გაიწვია, მას შემდეგ რაც 2022 წლის 28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მათ შორის იმჟამად პარტიის თავმჯომარ ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ გარკვეულ ძალებს - „გლობალური ომის პარტიას“ - უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.

განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი - დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში გასული წლის ზაფხულში განმარტა მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება არ იწვევდნენ უკრაინაში ეს არის " ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის."

XS
SM
MD
LG