Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები მოითხოვენ გენდერული აპარტეიდი გამოცხადდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად


ქალი სტუდენტები ქაბულის უნივერსიტეტში 2022 წლის 13 ოქტომბერს, ორი თვით ადრე, სანამ თალიბანი ქალებს აუკრძალავდა უმაღლესი განათლების მიღებას
ქალი სტუდენტები ქაბულის უნივერსიტეტში 2022 წლის 13 ოქტომბერს, ორი თვით ადრე, სანამ თალიბანი ქალებს აუკრძალავდა უმაღლესი განათლების მიღებას

ქალების და გოგოების დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ მოწოდებით "გენდერული აპარტეიდი" ოფიციალურად გამოცხადდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.

ავღანეთში, თალიბანის მმართველობის პირობებში ქალების და გოგოების მძიმე მდგომარეობის აღწერისას საბჭო - რომელშიც შედიან მექსიკის, აშშ-ის, ჩინეთის, სერბიის და უგანდის ექსპერტები - აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო.

"თალიბანის მმართველობა გენდერული აპარტეიდის საერთაშორისო სამართალში გადატანას განსაკუთრებით სასწრაფოს ხდის" - ამბობენ გაეროს ექსპერტები განცხადებაში. "ეს საერთაშორისო თანამეგობრობას საშუალებას მისცემდა უკეთ ამოიცნოს და იმოქმედოს რეჟიმის მხრიდან ავღანელ ქალებსა და გოგოებზე შეტევების მიმართ" - წერია დოკუმენტში.

2021 წლის აგვისტოში, საერთაშორისო ჯარების ავღანეთიდან გასვლის ფონზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა აღადგინა გენდერული დისკრიმინაციის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული სისტემა. თალიბანის მთავრობა ქალებს და გოგოებს უკრძალავს განათლების მიღებას და მუშაობას უმეტეს სექტორებში, აკრძალვები მიემართება ქალების და გოგოების გარეგნულ იერს და იმას, თუ ვისთან აქვთ მათ ურთიერთობის უფლება საჯარო სფეროში.

XS
SM
MD
LG