Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ანგარიში: თალიბანი ზღუდავს დაუქორწინებელ და კაცი მეურვის გარეშე მყოფ ავღანელ ქალებს


გაეროს ანგარიში: თალიბანი ზღუდავს დაუქორწინებელ და კაცი მეურვის გარეშე მყოფ ავღანელ ქალებს. 2024 წლის 22 იანვარი
გაეროს ანგარიში: თალიბანი ზღუდავს დაუქორწინებელ და კაცი მეურვის გარეშე მყოფ ავღანელ ქალებს. 2024 წლის 22 იანვარი

თალიბანი ზღუდავს ავღანელი ქალების წვდომას სამუშაოზე, გადაადგილებასა და ჯანდაცვის სერვისებზე, თუკი ქალები დაუოჯახებლები არიან ან თან არ ახლავთ კაცი მეურვე - ნათქვამია გაეროს მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კაცი მეურვის შესახებ ავღანეთში ოფიციალური კანონი არ არსებობს, მაგრამ თალიბანმა გამოაცხადა, რომ ქალებს არ შეუძლიათ გადაადგილება და მოგზაურობა მათთან ნათესაურ ან ქორწინებით კავშირში მყოფი კაცის გარეშე.

თალიბანის პრესმდივანმა ზაბიდულა მუჯაჰიდიმ განაცხადა, რომ გაეროს ანგარიში ძირითადად გაუგებრობას ეფუძნება და მისიას ბრალი დასდო ისლამური კანონის, შარიათის უგულებელყოფაში ან კრიტიკაში.

XS
SM
MD
LG