Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა პუტინს "შეშლილი ბ.ზ..შვილი" უწოდა - Reuters


ფოტო არქივიდან: მარცხნივ ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი და ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი
ფოტო არქივიდან: მარცხნივ ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი და ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს crazy SOB - „შეშლილი ბ.ზ..შვილი“ უწოდა სან-ფრანცისკოში ოთხშაბათს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამის შესახებ სააგენტო reuters-ი წერს. მან განაცხადა, რომ ყოველთვის არსებობს ბირთვული კონფლიქტის საფრთხე თუმცა კაცობრიობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ კლიმატი რჩება.

„ეს უკანასკნელი ეგზისტენციალური საფრთხეა. ეს კლიმატია. ჩვენ გვყავს შეშლილი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - reuters-ის თანახმად, უთხრა ბაიდენმა დონორების მცირე ჯგუფს.

ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკა გააძლიერა წინასაარჩენო პერიოდში. გასულ კვირის აშშ-ის პრეზიდენტმა შეკითხვაზე, მოკლეს თუ არა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, უპასუხა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, "მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნავალნის სიკვდილი იყო შედეგი იმისა, რაც პუტინმა და მისმა სასტიკმა ბოროტმოქმედებმა გააკეთეს".

ჯო ბაიდენის გამონათქვამს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-სთვის "სამარცხვინო" უწოდა და თქვა, რომ ის არ შეურაცხყოფს რუსეთის პრეზიდენტს.

"გასაგებია, რომ ბატონი ბაიდენი შიდაპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ ჰოლივუდის კოვბოის სტილში მოქმედებს. ალბათ ეს ძალიან უნდა, არ მგონია, რომ ეს შესაძლებელია", - თქვა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG