Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა

რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. ნავალნის ოჯახმა და ახლობლებმა დაადასტურეს ნავალნის სიკვდილი, ხელისუფლება მათ ცხედარს არ აძლევს,

16:44 20.2.2024

ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი, რომელშიც შვილის ცხედარის გადაცამა მოითხოვა.

12:01 21.2.2024

ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 20 თებერვალს მიმართა და შვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. იმავე დღეს, ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ საჩივრით მიმართეს ქალაქ სალეხარდის სასამართლოს.

17:00 21.2.2024

სანქციები დაუწესეს ციხის დირექტორს, პოლკოვნიკ ვადიმ კალინინს და მის ხუთ მოადგილეს - მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, გაიყინება მათი ქონება, აცხადებს ბრიტანეთი.

13:52 22.2.2024

რუსული ყოველკვირეული გამოცემა Sobesednik-ი, რომლის ახალი ნომერიც ნაწილობრივ ეძღვნებოდა ალექსეი ნავალნის ხსოვნას, სრულად მოხსნეს მოსკოვის პრესის ჯიხურებიდან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG