Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა

რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. ნავალნის ოჯახმა და ახლობლებმა დაადასტურეს ნავალნის სიკვდილი, ხელისუფლება მათ ცხედარს არ აძლევს,

13:17 20.2.2024

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გენერლის უფრო მაღალი წოდება მიანიჭა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ვალერი ბოიარინევს, რომელიც პირადად გასცემდა კოლონიაში ალექსეი ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანებებს.

22:54 19.2.2024

როგორც ალექსეი ნავალნის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, პატიმრობაში ის იმყოფებოფა აუტანელ, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში - რომელიც შეუძლებელს ხდიდა ძილს, ყურადღების კონცენტრირებას, დასვენებას; მას არ აწვდიდნენ სათანადო კვებასა და სამედიცინო მომსახურებას; ნავალნისთან სპეციალურად ათავსებდნენ გადამდები დაავადებით ინფიცირებულსა და ასოციალურ პატიმრებს; უვრცელებდნენ სხვა პატიმრებში აგრესიის გამომწვევ ხმებს და ხშირად ათავსებდნენ საჯარიმო იზოლატორში, სადაც მრავალი დღის განმავლობაში იძულებით ასმენინებდნენ თავისი მთავარი ოპონენტის - პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის ერთსა და იმავე ჩანაწერს; ღამ-ღამობით მის საკანში ტოვებდნენ ძლიერი ინტენსივობის განათებას და ა.შ.

21:49 19.2.2024

ოპოზიციის ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა, ქართველებს თავი სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით დაამახსოვრა. ის ჯერ ამბობდა, რომ საქართველო ბომბებს იმსახურებს, მერე კი ბოდიში მოიხადა.

ოგორ იცვლებოდა ნავალნის შეხედულებები და სიტყვები დროთა განმავლობაში.

21:48 19.2.2024

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG