„ღრმად შემძრა და დამამწუხრა ალექსეი ნავალნის სიკვდილმა. პუტინს არაფრის ეშინია, საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტად. ეს არის საშინელი შეხსენება - თუ რას წარმოადგენს პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით, გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლების დაცვისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის, ვინც ბედავს წინ აღუდგეს ავტოკრატიას“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
„ათ წელზე მეტია, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება - [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი დევნიდა, წამლავდა და იჭერდა ალექსეი ნავალნის და ახლა მისი სიკვდილის შესახებ გამოცხადდა. თუკი ეს ცნობები ზუსტია, ჩვენი გულები მის მეუღლესთან და ოჯახთან არის“, - განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ მრავალ ქვეყნის წარმომადგენელთან ექნებათ საუბარი.