Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე 2000 ლარით დააჯარიმეს


9 თებერვალი. ირაკლი კაკაბაძე სასამართლო პროცესზე
9 თებერვალი. ირაკლი კაკაბაძე სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელსაც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ შეწყდა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება.

ირაკლი კაკაბაძე სასამართლო პროცესზე
ირაკლი კაკაბაძე სასამართლო პროცესზე

ირაკლი კაკაბაძე ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.

აღსრულების პროცესი გადაიდო 25 იანვარს თბილისში, დადიანის ქუჩაზე და 26 იანვარს ზანდუკელის ქუჩაზე.

XS
SM
MD
LG