ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მეხანძრე-მაშველები კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.