Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ი ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ბილეთებს ყიდის


Georgian Airways-ი რამდენიმე თვეა დაფრინავს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით.
Georgian Airways-ი რამდენიმე თვეა დაფრინავს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით.

ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით 2 აპრილიდან იწყებს ფრენას. ავიაკომპანიის ვებსაიტზე ბილეთები უკვე იყიდება.

ეს არის Georgian Airways-ის კიდევ ერთი მიმართულება რუსეთის დედაქალაქში. ამ დრომდე ფრენები თბილისიდან სრულდებოდა.

2 აპრილიდან ბათუმიდან ფრენები იქნება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს:

  • ბათუმიდან გაფრენის დროდ მითითებულია 09:35 საათი, ჩასვლის დროდ - 12:30 საათი;
  • მოსკოვიდან გამოფრენის დროა (ადგილობრივი დროით) 13:30 საათი;
  • ფრენის ხანგრძლივობა: გაფრენა - 3 საათი და 55 წუთი, გამოფრენა - 3 საათი და 20 წუთი.
ფოტო ავიაკომპანიის ვებსაიტიდან
ფოტო ავიაკომპანიის ვებსაიტიდან

"ჯორჯიან ეარვეისი" ბოლო რამდენიმე თვეა დაფრინავს თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისზე. ამას წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილება.

მან 2023 წლის 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისიდან მოსკოვში და პირიქით რეგულარული ავიამიმოსვლა 20 მაისიდან დაიწყო.

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ავიაკომპანიის სტატისტიკური მონაცემები გაუმჯობესებულია. Georgian Airways-ი მე-9 ადგილიდან მე-4 ადგილზე გადავიდა. თუკი 2022 წელს მას ბაზრის მხოლოდ 3% (148 612 მგზავრი) ჰქონდა ათვისებული, 2023 წელს მონაცემები გააორმაგა და 5%-მდე გაზარდა (326 873 მგზავრი).
XS
SM
MD
LG