Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, აძლევს თუ არა რაიმე იმის იმედს, რომ ომი წელს დასრულდება. ზელენსკიმ კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა განაცხადა, რომ ნებისმიერი ომი მთავრდება და უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, ხალხის, უკრაინის, პარტნიორების და მშვიდობის.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, დღეს არსებული ძალიან რთული მომენტის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ რუსეთი გეოპოლიტიკურად და ფინანსურად შეაჩერონ და არ დაუშვან უკრაინის დანგრევა, ერის განადგურება, გლობალური მიგრაცია და მესამე მსოფლიო ომი.

2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არცერთ მხარეს არ მიუღწევია.

უკრაინა ყველაზე დიდი მხარდამჭერის, აშშ-ისგან ჯერჯერობით უშედეგოდ ელის ახალ, დაახლოებით 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხის გადაწყვეტას ვერ ახერხებს კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო. ისინი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას.

უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ვერც ევროკავშირი ვერ ახერხებს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას. ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ინდივიდუალურად განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG