Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ფეიკებისთვის“ ქონების კონფისკაციის შესახებ


რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი. მოსკოვი, 6 მარტი, 2019.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი. მოსკოვი, 6 მარტი, 2019.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუსეთის არმიაზე „ფეიკებისთვის“ გასამართლებულთა ქონების კონფისკაციის შესახებ.

შესწორებას მხარი დაუჭირა 395-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ არსებული ზომები არ არის საკმარისი „არამზადების წინააღმდეგ საბრძოლველად“.

მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ. „ნებისმიერი, ვინც შეეცდება, ზარალი მიაყენოს სამშობლოს, ყველაფერს დაკარგავს და ძაღლივით მოკვდება იქ, ჩვენი ქვეყნის გარეთ“, - ახსნა მან კანონპროექტის აზრი.

დოკუმენტი სახელმწიფო დუმაში 22 იანვარს შეიტანეს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რუსეთში შეძლებენ რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით გასამართლებულთა ქონების კონფისკაციას, მათ შორის იმათის, ვინც რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის, დეზერტირობისთვის, ბრძანების შეუსრულებლობისთვის და არასასურველ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის არის გასამართლებული. ამ მუხლების უმრავლესობა სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG