Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლური კომპანიები რუსეთს სუ-30-ის სათადარიგო ნაწილებით ამარაგებენ - “სისტემა“


გამანადგურებელი სუ-30
გამანადგურებელი სუ-30

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნატოს სხვა ქვეყნების კომპანიები, სანქციების მიუხედავად, აგრძელებენ რუსეთისთვის გამანადგურებელ სუ-30-ის ნაწილების მიწოდებას - ნათქვამია პროექტ "სისტემის" მიერ ჩატარებულ გამოძიებაში.

სუ-30 იწარმოება ირკუტსკის თვითმფრინავების ქარხანაში (სააქციო საზოგადოება „იაკოვლევის“ ფილიალი), რომელიც, როგორც კომპანია „როსტექის“ ნაწილი, არის რუსული თვითმფრინავების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი. თავდაცვის სფეროში ინფორმაციის მოპოვებითა და ანალიზით დაკავებული არაკომერციული ორგანიზაცია C4ADS-ის თანახმად, 2022-2023 წლებში „იაკოვლევმა“ დასავლეთის კომპანიებისგან 8 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების მაკომპლექტებელი ნაწილები შეიძინა.

კომპანია „იაკოვლევის“ საბაჟო დეკლარაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ შემოიტანეს ელექტროძრავის მაკონტროლებელი კომპიუტერები, სანავიგაციო აღჭურვილობა და ავტომატური სისტემების მოდულები. ორგანიზაცია C4ADS-ის ანალიტიკოსის, ომარ ალ-გამბის თქმით, ეს კომპონენტები შეიძლება გამოეყენებინათ სუ-30-ის წარმოებისთვის.

გამოძიების თანახმად, „იაკოვლევმა“ 3.9 მილიონი დოლარის ღირებულების ნაწილები შეიძინა ამერიკული კომპანია Honeywell International-ისგან, რომლის ერთ-ერთი ქარხანა მდებარეობს გერმანიაში. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კომპანიამ განაცხადა, რომ შეწყვეტდა ოპერაციებს რუსეთსა და ბელარუსში. 2022 წლიდან 2023 წლის ივლისამდე გერმანიიდან "იაკოვლევის" მიწოდების საერთო მოცულობამ 4.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომპანია „იაკოვლევისათვის“ ფრანგული Thales AVS France SAS-ის მიერ განხორციელებული მიწოდება ომის დაწყებიდან 783 ათას დოლარად არის შეფასებული. საბაჟო დეკლარაციებში ისინი აღნიშნულია, როგორც "არასამხედრო დანიშნულების" აღჭურვილობის მარაგი, მაგრამ მაინც შეიძლება ჩაითვალოს სანქციების დარღვევად. ზოგადად, საფრანგეთიდან მარაგების მოცულობა რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან შეფასებულია 3,5 მილიონ დოლარად, აშშ-დან - 153 ათას დოლარად, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან - 13,8 ათას დოლარად.

სააქციო საზოგადოება „იაკოვლევი“ დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ. ზოგადად, რუსეთში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციის მიწოდების აკრძალვა 2014 წლიდან მოქმედებს.

XS
SM
MD
LG