Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში დაიწყო მთავრობის ინიციირებული საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციის პროცესი


პოლიციის კორდონი პოლონეთის ტელევიზიის შენობასთან, ვარშავა
პოლიციის კორდონი პოლონეთის ტელევიზიის შენობასთან, ვარშავა

პოლონეთში დაიწყო საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ლიკვიდაციის პროცესი, რომლის ინიციატორია ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობა. მისი შეფასებით სახელმწიფო მედია რვა წლის განმავლობაში გახდა ყოფილი მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ პროპაგანდის ინსტრუმენტი.

პოლონური მედიავარაუდობს, რომ საზოგადოებრივი მედია არ გაუქმდება, არამედ ეს არის ახალი პროევროპული მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ საზოგადოებრივმა ტელეარხმა, რადიომ და საინფორმაციო სააგენტომ თავი დააღწიონ „სამართლისა და სამართლიანობის“ გავლენას. ამას ირიბად ადასტურებს კულტურის სამინისტროს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ფორმალური ლიკვიდაციის პროცესის დაწყება მედიას საშუალებას მისცემს, რესტრუქტურიზაციის პროცესში მუშაობა გააგრძელოს და შესაძლოა აღარ გახდეს საჭირო ლიკვიდაცია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მომხრე საპარლამენტო კოალიციამ პირობა დადო, რომ შექმნიდა უფრო დაბალანსებული მიდგომის მქონე ახალ მედია-საშუალებებს.

19 დეკემბერს პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია "სამართლებრივი წესრიგის აღდგენის, სახელმწიფო მედიისა და პოლონეთის პრესის სააგენტოს მიუკერძოებლობისადა მთლიანობის შესახებ." დოკუმენტში სეიმმა მოუწოდა ყველა სამთავრობო უწყებას, მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მოქალაქეების სანდო ინფორმაციაზე წვდომისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედიის ფუნქციონირების თვალსაზრისით.

ამჟამად უკვე ოპოზიციაში გადასულმა პარტია „სამართლისა და სამართლიანობის“ საპარლამენტო ფრაქციამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. ბევრი მათგანი, მათ შორის პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი, "დემოკრატიის დასაცავად" ტელეარხ TVP-ის შენობაში მივიდა.

XS
SM
MD
LG