Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გაგლოევის თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესაძლებლობა არ არის

გაგლოევის თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესაძლებლობა არ არის


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა რუსეთთან მიერთების საკითხზე. მისი თქმით, ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს, კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა, მან დაამატა, რომ „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება“, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის.

როგორც გაგლოევმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე უთხრა, რომ „ოსები მოღალატეები არ არიან“. მან კი დე ფაქტო პრეზიდენტის გადმოცემით, უპასუხა: „ვიცი“. გაგლოევმა განაგრძო: „ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩიც ჩვეულებრივი ადამიანია - რამდენადაც რთული, იმდენად უბრალო“.

გარდა ამისა, როგორც გაგლოევმა თქვა, სამხრეთ ოსეთში შეიქმნება დრონების ადგილობრივი წარმოება.

„ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე ამთავრებს დრონების მართვისა და აწყობის კურსებს. სამხრეთ ოსეთში დაბრუნების შემდეგ, ისინი შეძლებენ უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობის სწავლებას“, - თქვა მან.

გაგლოევი ამბობს, რომ მოსკოვი და დე ფაქტო ცხინვალი ყველა აუცილებელ ზომას იღებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დრონების მოძრაობის გასაკონტროლებლად.

XS
SM
MD
LG