ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სტიქიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა. ადგილობრივები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ ძლიერმა ქარმა ქუჩაში რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც კაცს დაეცა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სამედიცინო ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დილიდან კახეთში ძლიერი ქარია. რადიო თავისუფლების მიერ მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით, სტიქია პრობლემები შექმნა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში. ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავები აქვს გადახდილი, მოგლეჯილია ხეები და ელექტროენერგიის ბოძები. დაზიანებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაც.