მეოთხე დღეა ეძებენ ყაზბეგში, მყინვარწვერზე დაკარგულ მთამსვლელს. არსებული ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულ კაცთან კომუნიკაცია 23 დეკემბრის შემდეგ ვერ მყარდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველია ჩართული. სამუშაოებში ჩართულია კერძო ვერტმფრენიც.
მთამსვლელი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო წასული.