Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი აცხადებს, რომ ევრაზიის ჯგუფის მორიგე თავმჯდომარის როლში კონცენტრაციას ეკონომიკაზე მოახდენს


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ როცა 2024 წელს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAES) მორიგე თავმჯდომარე გახდება, აპირებს წევრთა "პოლიტიკურ ამბიციებზე" წინ ეკონომიკური თანამშრომლობა დააყენოს.

ფაშინიანი ამ განცხადებებით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო EAES-ის საბჭოს შეხვედრაში. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ასევე შედიან ყაზახეთი, ბელარუსი და ყირგიზეთი.

სომხეთის ტრადიციულად ახლო კავშირები მოსკოვთან ბოლო თვეებში შეირყა, უთანხმოებათა ციკლის შემდეგ, მათ შორის - ერევნის უკმაყოფილების გამო რუსეთის მიმართ, რადგან, სომხეთის აზრით, მოსკოვმა მას მხარი არ დაუჭირა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონზე.

XS
SM
MD
LG