Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის მთავრობა F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებელს მოამზადებს უკრაინისთვის გადასაცემად


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. 20 აგვისტო, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. 20 აგვისტო, 2023 წელი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიდერლანდის მთავრობა 18 F-16 გამანადგურებელს მოამზადებს უკრაინისთვის გადასაცემად. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრისას აცნობა.

რუტემ F-16-ის გადაცემას რუსეთის აგრესიასთან უკრაინის ბრძოლაში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უწოდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილების ქვეშაა უკრაინის წარმატებებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და, რომ ნიდერლანდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმებები მიღებულ იქნეს ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მომავალი წლის თებერვალში.

22 დეკემბერს ნიდერლანდმა შეათანხმა უკრაინისთვის მხარდაჭერის პირველი პაკეტი 2024 წლისთვის. 102 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტი მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას და გადაუდებელ ხარჯებს, ასევე განაღმვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ქსელების აღდგენით სამუშაოებს.

მთლიანობაში, უკრაინის მხარდასაჭერად - როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ სფეროში - 2024 წელს ნიდერლანდის ბიუჯეტში ორ მილიარდზე მეტი ევროა გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG