Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა გააუქმა სატრანზიტო გადასახადი რუსეთის გაზზე


ბულგარეთმა გააუქმა სატრანზიტო გადასახადი რუსეთის გაზზე, 2023 წლის 18 დეკემბერი
ბულგარეთმა გააუქმა სატრანზიტო გადასახადი რუსეთის გაზზე, 2023 წლის 18 დეკემბერი

ბულგარეთის პარლამენტმა 18 დეკემბერს გააუქმა სატრანზიტო გადასახადი რუსეთის გაზზე, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა განაცხადა, რომ ამის გამო ვეტოს დაადებდა სოფიას მისწრაფებას გაწევრიანდეს თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონაში.

"ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 16 დეკემბერს.

რუსეთის გაზი ბულგარეთის ტერიტორიას გადის უნგრეთში, სერბიასა და ავსტრიაში ჩაღწევამდე.

XS
SM
MD
LG