Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ უკრაინის ძალები შეტევას აწარმოებენ რუსეთის ტერიტორიაზე, დრონებით მიზანში ამოიღეს საჰაერო ბაზა


რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი იწვის სამხედრო ბაზაზე - 20 აგვისტო, 2023 წ. - საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი იწვის სამხედრო ბაზაზე - 20 აგვისტო, 2023 წ. - საილუსტრაციო ფოტო

უკრაინამ 17 დეკემბერს მიზანში ამოიღო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საჰაერო ბაზა და მისი მიმდებარე ტერიტორია, შეტევით, რომელსაც რეგიონის ერთ-ერთი მესვეური უწოდებს "მასშტაბურ იერიშს დრონებით" - იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ცნობებით, ორმა მხარემ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე, საზღვრისპირა სოფელ ტერებრენოსთან.

ტელეგრამზე, კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსულენოვანი არხი და ინტერნეტგამოცემა Astra Press-ი აქვეყნებენ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც, როგორც იუწყებიან, დრონები დაფრინავს ქალაქ მოროზოვსკის თავზე. ამ ადგილებში მოქმედებს საჰაერო ბაზა, სადაც განთავსებულია რუსეთის 559-ე საავიაციო დანაყოფი და Su-24-ის, Su-24M-ისა და Su-34-ის ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც უკრაინის სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ.

რუსეთის როსტოვის რეგიონის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი საჰაერო ბაზას არ ახსენებს, თუმცა ამბობს, რომ დრონებით "მასშტაბური იერიში" განხორციელდა მოროზოვსკისა და სხვა ქალაქის სიახლოვეს - გუბერნატორი დასძენს, რომ დრონების უმრავლესობა ჩამოგდებულ იქნა.

XS
SM
MD
LG