Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მეტროსადგურ “სამგორის” ჩასასვლელში ბათქაში ჩამოიშალა

მეტროსადგურ “სამგორის” ჩასასვლელში ბათქაში ჩამოიშალა


სადგურის ჩასასვლელი, ადგილი, სადაც ბათქაში ჩამოიშალა
სადგურის ჩასასვლელი, ადგილი, სადაც ბათქაში ჩამოიშალა

მეტროსადგურ “სამგორის” ჩასასვლელში, შესასვლელთან, ბათქაში ჩამოიშალა. ადგილზე მისულ პოლიციას ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

ადგილი, სადაც ბათქაში ჩამოიშალა
ადგილი, სადაც ბათქაში ჩამოიშალა

თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავინ დაშავებულა. შემთხვევა დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა.

“სამგორი” ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სადგურია თბილისში. ის ემსახურება რამდენიმე გარეუბნის მგზავრებს, მათ შორის არის "აფრიკა" და ორხევი.

მეტროსადგურის შიდა სივრცის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლოს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. მაშინ სამუშაოები ჩატარდა მეტროს კარს მიღმა და არა იმ ნაწილში, სადაც ახლა ბათქაში ჩამოიშალა.

XS
SM
MD
LG