Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ბაბი კირკიტაძეზე: ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობას


საქართველოს პროზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პროზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ბაბი კირკიტაძის საჯარო განცხადებას ეხმაურება. კირკიტაძის თქმით, ე.წ. ჩათებში მასზე პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება.

"კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!", - წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე და ბაბი კირკიტაძის ფეისბუქპოსტს აზიარებს.

ბაბი კირკიტაძე ხვალ, 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან საგამოძიებო უწყებაში, მომღერალს გამომძიებელი 7 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაუკავშირდა.

მომღერალმა დაწერა, რომ ე.წ. ჩათებში გავრცელებული პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაციის გამო გეგმავდა საგამოძიებო უწყებისთვის მიემართა:

„პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ... აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.

მომღერლის პოსტს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები.

თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი წერს, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძება

XS
SM
MD
LG