20 ნოემბერს აშშ-მა გამოაცხადა უკრაინის მხარდასაჭერი იარაღისა და აღჭურვილობის პაკეტი - ამბობს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
პაკეტი 100 მილიონამდე დოლარის ოდენობისაა და წინასწარ იყო შეთანხმებული - აღნიშნავს ბლინკენი.
დახმარება მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და დამატებით საბრძოლო მასალებს.
პაკეტი "უკრაინას დაეხმარება ბრძოლის ველზე არსებული აუცილებლობის შევსებაში, თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებისთვის წარმოებულ ბრძოლაში", - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია კონგრესმა დაამტკიცოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე.