აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შემდეგ, ღაზის სექტორი და დასავლეთის სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს
"როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით", - ამბობს ბაიდენი სტატიაში, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა Washington Post-ში.
"არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.