Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედრო სანჩესი კვლავ აირჩიეს ესპანეთის პრემიერად


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. მადრიდი. 23 ივლისი, 2023 წელი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. მადრიდი. 23 ივლისი, 2023 წელი.
ესპანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ აირჩია პედრო სანჩესი. "სოციალისტური მუშათა პარტიის" წევრ პოლიტიკოსს 350-ადგილიანი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
სანჩესი ახლა ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედიან მემარცხენე კავშირი „სუმარი“ და ბასკების, ასევე კატალონიელი სეპარატისტების პარტიები. სანჩესის დანაპირებს, რომ გამოაცხადებს ამნისტიას ბევრი სეპარატისტის მიმართ, რომლებიც თავიანთი რეგიონების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამო არიან გასამართლებული, კონსერვატორების და მემარჯვენე პოპულისტების პროტესტის მოჰყვა.
ივლისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა "კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ". მაგრამ მისმა თავმჯდომარემ, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოაგროვა. ამიტომ დაეკისრა ახალი მთავრობის შექმნა სანჩესს.
კატალონიაში სეპარატისტებმა 2017 წელს გამართეს რეფერენდუმი ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე, რასაც მოჰყვა მისი ინიციატორების გასამართლება.
სეპარატისტების ხელმძღვანელი კარლეს პიუჩდემონი ამ პერიოდში ბელგიაში იმყოფებოდა. ესპანეთში ის ახლა ვერ ჩადის, რადგან ესპანეთის კანონმდებლობით, პატიმრობა ემუქრება ამბოხების გამო.
XS
SM
MD
LG