Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში სოციალისტები და კატალონიელი სეპარატისტები სამთავრო კოალიციაზე თანხმდებიან


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. მადრიდი. 23 ივლისი, 2023 წელი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. მადრიდი. 23 ივლისი, 2023 წელი

ესპანეთის მედია იტყობინება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის მოლაპარაკებისას შესაბამის შეთანხმებას მიაღწია კატალონიელი სეპარატისტების პარტია „ერთად კატალონიასთან“.

შეთანხმებას გამოეხმაურა კატალონიელი სეპარატისტების ხელმძღვანელი კარლეს პიუჩდემონი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ სოციალისტებთან შეთანხმება ესპანეთსა და კატალონიას შორის ისტორიული კონფლიქტის მოგვარების დასაწყისია.

სანჩესსა და პუჩდემონს შორის შეთანხმებების პაკეტი მოიცავს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობისთვის სეპარატისტული ქმედებების ყოფილი ხელმძღვანელებისთვის ამნისტიის გამოცხადების პირობას. მასობრივი დემონსტრაციებს მაშინ კარლეს პუჩდემონი ედგა სათავეში.

9 ნოემბერს ინციდენტი მოხდა მადრიდში, როცა კატალონიელ ალეხო-ვიდალ კუადრასზე თავდასხმა მოხდა. 78 წლის პოლიტიკოსს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს და სახის არეში დაჭრეს, იუწყება BBC. ის კატალონიის სახალხო პარტიის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელმაც დააარსა ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი. კუადრასმა მკაცრად დაგმო ამნისტიის წინადადება და მას უწოდა "სამარცხვინო პაქტი", რომელიც ესპანეთს "ტოტალიტარულ ტირანიად" გადააქცევს.

ივლისში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ესპანეთის პრემიერმა კოალიცია შექმნა მემარცხენე მიმართულების „სუმართან“. მაგრამ მას, მთავრობის მეთაურად დამტკიცებისთვის, ესაჭიროება სხვა პატარა პარტიების მხარდაჭერაც.

23 ივლისის არჩევნებში სანჩესის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ნაკლები ადგილები მოიგო, ვიდრე ოპოზიციურმა კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს მეთაურობით. ფეიხოომ მთავრობის შექმნისთვის საჭირო უმრავლესობა მაინც ვერ მოაგროვა და მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, სანჩესმა მიიღო მთავრობის შქმნის უფლებამოსილება.

კატალონიაში სეპარატისტებმა 2017 წელს გამართეს რეფერენდუმი ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე, რასაც მოჰყვა მისი ინიციატორების გასამართლება. სეპარატისტების ხელმძღვანელი კარლეს პიუჩდემონი ამ პერიოდში ბელგიაში იმყოფებოდა. ესპანეთში ის ახლა ვერ ჩადის, რადგან ესპანეთის კანონმდებლობით პატიმრობა ემუქრება, ამბოხების გამო.

XS
SM
MD
LG