Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთი ზამთრისთვის ემზადება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს საჰაერო თავდაცვის სისტემის მეტად გაძლიერებას. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა, გაზარდოს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დრონებით და რაკეტებით დარტყმები.

12 ნოემბერს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ზამთრისთვის ემზადება, ამიტომ უკრაინის მთელი ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს „დაცვაზე, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე და ყველაფერზე, რამაც ხალხს უნდა შეუმსუბუქოს ზამთრის გავლა და გაზარდოს უკრაინელი მებრძოლების შესაძლებლობები“.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს და ევროპის სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დაეხმარნენ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საჰაერო ფარი შარშანდელზე უფრო ძლიერია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორია სრულად დაცული ჯერ კიდევ არ არის და ამ სისტემის გასაძლიერებლად მუშაობენ.

გასული ზამთრის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები ინტენსიურად უტევდნენ უკრაინის ენერგოობიექტებს. სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG