Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში დემონსტრანტებმა მოითხოვეს მძევლების განთავისუფლება, ზოგს ეჭირა პლაკატები „ისრაელელები ცეცხლის შეწყვეტას ემხრობიან“


საილუსტრაციო ფოტო: მძევლების ოჯახების მხარდამჭერთა დემონსტრაცია. თელ-ავივი. 2 ნოემბერი, 2023 წელი
საილუსტრაციო ფოტო: მძევლების ოჯახების მხარდამჭერთა დემონსტრაცია. თელ-ავივი. 2 ნოემბერი, 2023 წელი

11 ნოემბრის საღამოს ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი ჩაერთო დემონსტრაციებში და მძევლების განთავისუფლება მოითხოვა. თელ-ავივში გამართული აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ისრაელელები ცეცხლის შეწყვეტას ემხრობიან“, ასევე - „სამხედრო გზით ვერ მოგვარდება“. დემონსტრაციები გაიმართა ასევე იერუსალიმში, ჰაიფასა და ელიათში.

აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ წევრების შეჭრის შედეგად ისრაელში 1200 ადამიანია მოკლული. ექსტრემისტებს მძევლად ჰყავთ 240-მდე პირი, როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ისრაელის არმიის საპასუხო სამხედრო დარტყმების შედეგად, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, 11 ათასი ადამიანია მოკლული. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა. დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ, ასევე არაბულ-ისლამურმა სამიტმა ისრაელს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ.

XS
SM
MD
LG