ისრაელის სამხედროებსა და ღაზის სექტორის მმართველი ძალის, "ჰამასის" შეიარაღებულ პირებს შორის 11 ნოემბერს შეტაკებები მოხდა ღაზის უდიდესი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში საწვავი გათავდა ბოლო მოქმედ გენერატორშიც. ამან გამოიწვია ნაადრევად დაბადებული ჩვილის და კიდევ ოთხი პაციენტის სიკვდილი. სროლაში მოყვნენ ათასობით დაჭრილი, ექიმები და ლტოლვილები.
ბოლო დღეებში გაძლიერდა შეტაკებები შიფასა და სხვა საავადმყოფოებთან ჩრდილოეთ ღაზაში, საავადმყოფოებში ამოიწურა აუცილებელი მასალების მარაგი.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ "ჰამასს" - რომელსაც ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ - საავადმყოფოებში და მათ ქვეშ პოზიციები აქვს დაკავებული და სამოქალაქო პირებს ფარად იყენებს.