რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ნოემბერს ჩინეთის მაღალი რანგის სამხედრო პირს განუცხადა, რომ მოსკოვმა და პეკინმა უნდა გააფართოონ თანამშრომლობა სამხედრო თანამგზავრებისა და სხვა პერსპექტიული სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში.
პუტინი ტელევიზიით გამოვიდა ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარესთან, გენერალ ჟან იუსიასთან შეხვედრის წინ.
რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე სამხედრო სფეროში და აღნიშნა, რომ ამჟამად პრიორიტეტულია მაღალტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომლობა.
„მე ვგულისხმობ კოსმოსს, მათ შორის მაღალორბიტულ დანადგარებს და შეიარაღების ახალ პერსპექტიულ ტიპებს, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტრატეგიულ უსაფრთხოებას“, - თქვა პუტინმა.