Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ერთი საათით გაუხანგრძლივა ევაკუაციის დრო


ისრაელის სამხედროებმა ერთი საათით გაახანგრძლივეს დრო ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან სამხრეთში სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის.

თავდაპირველად სამხედროებმა ეს მარშრუტი გახსნეს ოთხი საათით, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის საშუალება მიეცათ.

მაგრამ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, თავდაცვის არმიამ „საევაკუაციო დერეფანი კიდევ ერთი საათით გაახანგრძლივა, რამაც ღაზის ბევრ მცხოვრებს საშუალება მისცა, სამხრეთისკენ გადაადგილებულიყო უსაფრთხოების მოსაზრებებით.“

ჯერჯერობით არ არის ცხადი, რამდენმა ადამიანმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა ოთხშაბათს.

სამშაბათს გაერომ განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში მათმა რიცხვმა 15000 შეადგინა.

XS
SM
MD
LG