Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე ხუთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე


რუსეთის არმიის ტანკი იწვის დონეცკის რეგიონში, 2023 წლის 5 ნოემბერი
რუსეთის არმიის ტანკი იწვის დონეცკის რეგიონში, 2023 წლის 5 ნოემბერი

სულ მცირე ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა გასული დღის განმავლობაში აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში დასახლებულ ადგილებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად - აცხადებენ ოფიციალური პირები 8 ნოემბერს.

სამი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონის სოფელზე თავდასხმისას, ამბობს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი და დასძენს, რომ დაწყებულია გამოძიება რუსეთის მიერ ომის კანონების დარღვევაზე.

ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის არეალში, დაიღუპა 57 წლის სამოქალაქო პირი, დაიჭრა სამი პოლიციელი - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო დასძენს, რომ შეტევის დროს ასევე დაზიანდა სარკინიგზო სადგური.

სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, დაიღუპა სულ მცირე ერთი სამოქალაქო პირი, აღნიშნავს რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი.

ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინის ძალებს 45 შეტაკება ჰქონდათ, აცხადებს ქვეყნის არმიის გენერალური შტაბი. შტაბის თანახმად, რუსეთის სამხედროები კვლავ ცდილობენ ალყაში მოაქციონ ქალაქი ავდეევკა, სადაც უკრაინის დამცველებმა გასული დღის განმავლობაში 14 შეტევა უკუაგდეს.

XS
SM
MD
LG