Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგის აეროპორტში დასრულდა ბავშვის მძევლად აყვანასთან დაკავშირებული ინციდენტი


მამაკაცი, რომელიც ბავშვთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ითხოვდა, საბოლოოდ ხელისუფლებას ჩაბარდა „წინააღმდეგობის გარეშე“, ის დაპატიმრებულია.
მამაკაცი, რომელიც ბავშვთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ითხოვდა, საბოლოოდ ხელისუფლებას ჩაბარდა „წინააღმდეგობის გარეშე“, ის დაპატიმრებულია.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში დასრულდა მცირეწლოვანი ბავშვის მძევლად აყვანასთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც 18 საათს გაგრძელდა.

გერმანიის პოლიციის თანახმად, მამაკაცი, რომელიც ბავშვთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ითხოვდა, საბოლოოდ ხელისუფლებას ჩაბარდა „წინააღმდეგობის გარეშე“, ის დაპატიმრებულია.

როგორც პოლიცია იტყობინება, ბავშვი უვნებელია.

მანამდე ჰამბურგში აეროპორტი დაიკეტა და ყველა ავიარეისი გაუქმდა, მას შემდეგ, რაც შეიარაღებული მამაკაცი ავტომობილით შეიჭრა აეროპორტის ტერიტორიაზე. შემთხვევა 4 ნოემბერს ღამით მოხდა (თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე).

პოლიციის ცნობით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ სივრცეში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ გაისროლა და თავისი ავტომობილიდან ცეცხლწაკიდებული ბოთლები გადმოაგდო.


პოლიციის ინფორმაციით, მას დაუკავშირდა ეჭვმიტანილის ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 35 წლის კაცი ავტომობილში იმყოფებოდა 4 წლის ბავშვთან ერთად, რომელიც მძევლად განიხილებოდა და გამტაცებლებთან პოლიცია ფსიქოლოგების დახმარებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG