Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭომ 26 მოსამართლე უვადოდ დანიშნა - სამ შემთხვევაში პროცედურის დარღვევაზე მიუთითებენ


იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 26 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განაწესა. ცნობას თავად ავრცელებს სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანო.

3 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „სასამართლოს გუშაგი“. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, სამი მოსამართლე პროცედურის დარღვევით დანიშნეს, რადგან მათ კანონით დადგენილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ნაცვლად, თანამდებობაზე 4 წელი დაჰყვეს და, შესაბამისად, საბჭომ გადაწყვეტილება ერთი წლის დაგვიანებით მიიღო.

„26 მოსამართლიდან, 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1-ლ დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო, 3 – 2019 წლის 3 ივნისიდან (მოსამართლეები: ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).

ზემოთ აღნიშნული სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ისინი ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდნენ. ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად არ იყო დაკომპლექტებული (პარლამენტი არ ირჩევდა არამოსამართლე წევრებს), საბჭომ, კანონით დადგენილი წესით შეფასების გარეშე, სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა მათ წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულებამდე, 2022 წლის 2 ივნისს გაუხანგრძლივა.

საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ მოსამართლეების უვადო გადანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა გამოსაცდელი ვადის დაწყებიდან 3 წლის თავზე, როგორც ამას “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებდა, არამედ - 4 წლის შემდეგ“,
- ვკითხულობთ „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ იუსტიციის საბჭომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნინო გიორგაძის გარდა, უვადოდ დანიშნა ყველა მოსამართლე, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1 დეკემბერს ეწურებოდათ. „რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა, რომელსაც საბჭომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 ნოემბერს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სია გამოაქვეყნა:

  • ბარამიძე ია - ოზურგეთის რაიონული სასამართლო
  • ბერეკაშვილი ქეთევან - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • გოგალაძე ირმა - ხაშურის რაიონული სასამართლო
  • გოგატიშვილი ნინო - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • გოგოლაძე ირინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ეპიტაშვილი თეონა - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია
  • ვარდანიძე გვანცა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
  • ვატიტაძე გრიგოლ - თელავის რაიონული სასამართლო
  • ზათიაშვილი ვერიკო - თელავის რაიონული სასამართლო
  • თაყაძე თეა - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • თხელიძე ქეთევან - ქუთაისის სა ქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • კლდიაშვილი ლაშა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • კოპალიანი კონსტანტინე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • კოჭლამაზაშვილი არჩილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • მარშანია ნათია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • ოტიაშვილი ბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • უბილავა გიზო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • შჩერბაკოვი ნინო - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ჩაგუნავა კობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ჩიქოვანი გვანცა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში
  • ცაგარეიშვილი ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ხუსკივაძე ირაკლი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა კოლეგია
  • ჯინჯოლია მიხეილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • ლომიძე ალექსანდრე - სიღნაღის რაიონული სასამართლო
  • ფურცხვანიძე ფატი - ზუგდიდის რაიონული სასამართლო
  • ჭინჭარაული ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
XS
SM
MD
LG