საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა. 2023 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0,8 პროცენტი იყო. განახლებული მონაცემები დღეს, 3 ნოემბერს, გამოქვეყნდა.
წლიურ ინფლაციაზე გავლენა ჰქონდა ფასების ცვლილებას შემდეგ ჯგუფებზე:
- სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაზრდილია 9,8 პროცენტით;
- ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ჯგუფზე ფასები მომატებულია 6,6 პროცენტით;
- საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფი გაძვირდა 4,2%-ით;
- ფასი გაიზარდა ტრანსპორტზე 1,2%-ით;
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულება შემცირდა 1,2%-ით.
2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 0,6%-ითაა გაზრდილი.