Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები გამოვიდნენ ღაზაში ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით


მაშველები ცდილობენ დაშავებული პალესტინელი ბიჭის ამოყვანას ნანგრევებიდან. ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი, ღაზის სექტორი, 2 ნოემბერი, 2023.
მაშველები ცდილობენ დაშავებული პალესტინელი ბიჭის ამოყვანას ნანგრევებიდან. ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი, ღაზის სექტორი, 2 ნოემბერი, 2023.

გაეროს ექსპერტები 2 ნოემბერს გამოვიდნენ ღაზაში ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით. მათი თქმით, დრო იწურება იქ მყოფი პალესტინელებისთვის, რომლებიც, ექსპერტების აზრით, „გენოციდის სერიოზული საფრთხის“ წინაშე დგანან.

ექსპერტთა ჯგუფმა მოითხოვა ჰუმანიტარული პაუზა, რათა „უზრუნველყოფილ იქნეს, რომ დახმარება მიაღწევს იმათ, ვისაც იგი ყველაზე მეტად ესაჭიროება“.

ისრაელის არმია დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“, მიერ სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ხელისუფლება იუწყება ცხრაათასამდე ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელთაგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან.

ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე ადამიანი დატყვევებულია და ღაზაშია გადაყვანილი.

ისრაელი აცხადებს, რომ არ აპირებს გაჩერებას, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასს“. ისრაელის ხელისუფლების თქმით, იერიშები მიმართულია „ჰამასის“ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ის დაჯგუფებას ბრალს სდებს სამოქალაქო პირების ცოცხალ ფარად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG