Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: პუტინი ესწრაფვის „სარგებელი ნახოს“ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომისგან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში, თელ-ავივში. 17 ოქტომბერი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში, თელ-ავივში. 17 ოქტომბერი, 2023 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ბრალი დასდო ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის თავის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობაში, რათა შემცირდეს უკრაინის დახმარება დასავლეთის მხრიდან.

„პუტინი ძალიან ცდილობს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით ისარგებლოს იმ იმედით, რომ ჩვენი ყურადღება იქით გადავა და ამას მოჰყვება აშშ-ის მხრიდან რესურსების შემცირება“, - თქვა ბლინკენმა აშშ-ის სენატის მოსმენებზე გამოსვლისას. მოსმენებზე განიხილებოდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში დამატებითი სახსრების, 106 მილიარდი დოლარის, უკრაინის და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფის საკითხი.

ამავე მოსმენებზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, თუ აშშ კიევს დახმარებას შეუწყვეტს.

XS
SM
MD
LG