Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის მეთაური: რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, თუ აშშ არ გააგრძელებს დახმარებას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. 21 აპრილი, 2023 წელი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. 21 აპრილი, 2023 წელი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, თუ აშშ არ გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების გაწევას.

„შემიძლია მოგცეთ იმის გარანტია, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე [რუსეთის პრეზიდენტი] პუტინი წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა ოსტინმა სენატში მოსმენებზე გამოსვლისას. მოსმენები ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნას 106 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, რომელიც მიმართული იქნება ამბიციური გეგმების განსახორციელებლად უკრაინის და ისრაელის მიმართ და აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„თუ ახლა ჩვენ მათ ფეხქვეშ ნიადაგს გამოვაცლით, პუტინი უფრო გაძლიერდება და შეძლებს იმის გაკეთებას, რაც სურს", - განაცხადა ოსტინმა.

XS
SM
MD
LG