Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში პირველად, გასამართლდა პირი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა


ილდარ ხაირულინი
ილდარ ხაირულინი

უზბეკეთის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაქირავებულის სახით მონაწილეობისთვის აღძრული საქმის (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფარგლებში პირველი განაჩენი გამოიტანა.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო 38 წლის უზბეკი ილდარ ხაირულინი და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდადებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ის უკრაინის ომში არ მონაწილეობდა, იქ არ წასულა და ბრალდებაში მითითებულ პერიოდში რუსეთში იმყოფებოდა.

გამომძიებლების თქმით, ხაირულინი 2014-2015 წლებში დონეცკის რეგიონში, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ. გამოძიებამ დანაშაულის მტკიცებულებად, კერძოდ, მოიყვანა ილდარ ხაირულინის პროფილი უკრაინულ ვებგვერდზე "მშვიდობისმყოფელი", რომელიც შეიცავს ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიის რიგებში მებრძოლი დაქირავებულების შესახებ. ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი, სამხედრო ფორმასა და იარაღით ხელში, მართლაც ილდარ ხაირულინია.

მსჯავრდადებულის ახლობლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ხაირულინი არ მონაწილეობდა უკრაინის ომში, არ წასულა იქ და ბრალდებაში მითითებულ პერიოდში რუსეთში იყო. კერძოდ, მსჯავრდადებულის დედა მადინა ხაირულინა ამტკიცებს, რომ 2014 წელს ის ილდართან და თავის უფროს ვაჟ ლენურთან ერთად თათრეთში იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, მსჯავრდადებულის ნათესავებმა აღიარეს, რომ საიტ „მშვიდობისმყოფელზე“ განთავსებულ ფოტოზე სამხედრო ფორმაში და იარაღით ხელში მართლაც ხაირულინია აღბეჭდილი. ილდარის ძმამ, ლენურ დავლეშინმა, რადიო "ოზოდლიკს" უთხრა, რომ „მშვიდობისმყოფელის“ ვებგვერდზე განთავსებული ფოტო ხაირულინმა გადაიღო რუსეთში ყოფნის დროს და ფოტოზე აღბეჭდილი იარაღი არ არის ცეცხლსასროლი.

მსჯავრდადებულის ძმამ ასევე თქვა, რომ ხაირულინი 2023 წლის მაისში სრულიად განსხვავებული მიზეზით, ქსაკუთარ დედასთან ქონებაზე მომხდარი კონფლიქტის გამო დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG