Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ინტენსიური შეტაკებებია, ისრაელი აფართოებს სახმელეთო შეტევას


ისრაელი აფართოებს სახმელეთო ოპერაციას ღაზაში. 2023 წლის 30 ოქტომბერი
ისრაელი აფართოებს სახმელეთო ოპერაციას ღაზაში. 2023 წლის 30 ოქტომბერი

პალესტინელები ღაზის სექტორში ინტენსიურ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებზე იუწყებიან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ისრაელის სამხედროები ანკლავში სახმელეთო ოპერაციას ახორციელებენ და სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო იზრდება საერთაშორისო მოწოდებების რაოდენობა.

ისრაელის არმიის განცხადებით, ბოლო დღეებში მან ექსტრემისტთა 600-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა დარტყმა და განაგრძობს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ღაზაში, სადაც კონფლიქტის დაწყებიდან მეოთხე კვირაში მოსახლეობას მწვავედ ესაჭიროება საწვავი, საკვები და სასმელი წყალი.

ღაზის სამედიცინო სფეროს ხელმძღვანელ პირთა განცხადებით, სულ მცირე, 20 პალესტინელი დაიღუპა და ათობით პირი დაიჭრა გასულ ღამეს, როცა ისრაელის ჯარები შევიდნენ ხან-იუნისის სანაპირო ანკლავში.

ისრაელი ღაზაზე შეტევას ახორციელებს ამ ტერიტორიის მმართველი ჯგუფის, "ჰამასის" ექსტრემისტების მხრიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი მოულოდნელი შეტევის პასუხად - შეტევას, ისრაელის განცხადებით, ემსხვერპლა სულ მცირე 1400 ადამიანი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მხრიდან ინტენსიურ დაბომბვას შეეწირა 8300-ზე მეტი პალესტინელი, აქედან 3450-ზე მეტი ბავშვი.

XS
SM
MD
LG