Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის ნაბიჯებმა "შესაძლოა ყველას უბიძგოს" მოქმედებისკენ


ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი
ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის დაბომბვის გაგრძელებამ "შესაძლოა, ყველას უბიძგოს" მოქმედებისკენ.

ისრაელი ღაზას ბომბავს მას მერე, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასის" მებრძოლებმა საზღვარი გადაკვეთეს და, ისრაელის თანახმად, მოკლეს 1400 ადამიანი, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირი.

ირანმა, რომელიც "ჰამასს" ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით უჭერს მხარს, 7 ოქტომბრის თავდასხმას "წარმატება" უწოდა. თუმცა ირანი აცხადებს, რომ თავად ამ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია.

XS
SM
MD
LG