28 ოქტომბერს ალყაშემორტყმული ღაზის სექტორის მოსახლეობას დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციის თითქმის არანაირი საშუალება აღარ აქვს. ასეთი ვითარებაა იმ ფონზე, როცა ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები დაბომბვას განაგრძობენ და ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ, სავარაუდოდ, იწყებს სახმელეთო შეტევასაც.
ისრაელის განცხადებით, 29 ოქტომბერს გვიან გაგზავნილი სამხედროები კვლავ ველზე რჩებიან. ჯერჯერობით არ იკვეთება იმის ნიშნები, რომ დაწყებულია მასობრივი სახმელეთო შეტევა, თუმცა ისრაელი ღაზის მცხოვრებლებს აფრთხილებს, დატოვონ სექტორის ჩრდილოეთი.
საინტერნეტო და სატელეფონო ქსელების გათიშვა დამატებით დარტყმას აყენებს სამედიცინო და ჰუმანიტარულ სისტემებს, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ერთკვირიანი ბლოკადის შედეგად, ისედაც კოლაფსის პირას იყო.
1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები, მათი დაახლოებით ნახევარი იმყოფება გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაც ღაზაშია შექმნილი.