Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმებას


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აუქმებს მოსკოვის მხრიდან ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების (CNTB) რატიფიკაციას.

25 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე ფედერაციის საბჭომ ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა 156 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაეგზავნება.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო სათათბირომ, კანონპროექტი მიმდინარე თვეში მიიღო.

რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმებას მხარს ვლადიმირ პუტინი უჭერდა, მისი თქმით, აშშ-ის პოზიციის "არეკვლის" მიზნით - აშშ-მა 1996 წლის ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია არ განუხორციელებია.

XS
SM
MD
LG