თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უღრმესი მწუხარება გამოხატა“ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო.
თეთრი სახლი ამასთან იტყობინება, რომ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბაიდენმა გააუქმა თავისი სტუმრობა იორდანიაში.
ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო იორდანიის მეფე აბდალა II-სთან „კონსულტაციის“ შემდეგ და „გლოვის დღის გამო“, რომელიც გამოაცხადა პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, რომელიც სამიტს უნდა დასწრებოდა ეგვიპტის პრეზიდენტთან ერთად, იტყობინება თეთრი სახლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს არ გადადებს და ისრაელს ესტუმრება.