Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზაში მოკლულია „ჰამასის“ დაზვერვის ხელმძღვანელი


არმიის დარტყმის შედეგად დაიღუპა რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" გენერალური დაზვერვის ხელმძღვანელი. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, იგი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ისრაელის ქალაქ ხან-იუნისში მოკლეს.

ისრაელი აგრძელებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“, რომელიც პასუხად მოჰყვა ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასისა" და ისლამური ჯიჰადის ჯგუფების 7 ოქტომბრის თავდასხმებს.

ისრაელში ჯიჰადისტების მსხვერპლი 1400-ზე მეტი ადამიანი გახდა. პალესტინური მხარის ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი სამ ათასს უახლოვდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ექვს არაბულ სახელმწიფოში მოლაპარაკებების შემდეგ, 16 ოქტომბერს ისრაელში დაბრუნდა იმის იმედით, რომ მოახერხებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინაციას და გზას გამონახავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი მზად არის, ისრაელის მთავრობას დაეხმაროს ყველაფრით, რაც აუცილებელია მოქალაქეების დასაცავად.

გაზეთი Wall Street Journal-ი პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სარდლობამ დაახლოებით 2000 ჯარისკაცი შეარჩია ისრაელის მხარდამჭერი სავარაუდო მისიის მოსამზადებლად. მათ დაეკისრებათ ისეთი დავალებები, როგორებიცაა კონსულტაცია და სამედიცინო დახმარება. მათი შესაძლო გაგზავნა ისრაელში არ იქნება დაკავშირებული საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობასთან.

XS
SM
MD
LG